„ერთად ვიზრუნოთ დედამიწაზე, დედამიწა ჩვენი სახლია“​ - გორელოვკის N2 სკოლაში გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა
02-05-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

ამ გარემოსდაცვით დღეს ღონისძიება - „ერთად ვიზრუნოთ დედამიწაზე, დედამიწა ჩვენი სახლია“ მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა საზოგადოებას მოუწოდეს მოუფრთხილდნენ ბუნებას, ასევე ბავშვებმა დახატეს და დაამზადეს დროშები უკრაინის ფერებში, წაიკითხეს ლექსები, რითაც სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადეს უკრაინელ თანატოლებს. 

აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203