კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხი პოეტის, იოჰანეს შირაზის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიუძღვნეს
02-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში ღონისძიება თემაზე - „შირაზისადმი მიძღვნილი ერთი დღე“ გაიმართა. აქტივობა დიდ სომეხ პოეტს, იოჰანეს შირაზს მიეძღვნა.
ღონისძიების ორგანიზატორი სომხური ენაისა და ლიტერატურის პედაგოგი, ანთარამ კარაგოზიანი გახლდათ.
აქტივობაში მე-7 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა სომხურ მწერლობაში პოეტის დიდი როლი აღნიშნეს და ლექსები თუ სიმღერები მიუძღვნეს. აქტივობას სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.
„ეს დღე იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი ბავშვების ცნობიერების ამაღლებისთვის“ - აღნიშნულია საგნის მასწავლებლის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს