თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
02-05-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის სომხური სექტორის მოსწავლეებისთვის 14 აპრილი განსაკუთრებული დღე იყო.

VI, VII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა, გაიანე მხითარიანის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „დალოცვილი იყოს ყველა დედა ღვთისაგან“ ჩაატარეს.

ღონისძიება მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვებით დედებს ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიებას - სკოლის დირექტორი, არაქართულენოვანი სკოლების კურატორი კარინა მანუკიანი, პედაგოგები და სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დამსწრე ქალბატონს გაზაფხულის მახარობელი ყვავილები მიართვეს. საღამომ საკმაოდ თბილ ვითარებაში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203