,,რანი ვიყავით, საიდან მოვდივართ“- ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქვეყნის წარსულს გაეცნენ
14-03-2018
ნასაკირალის საჯარო სკოლის VII- VIII კლასებში „თავისუფალი გაკვეთილები“ ჩატარდა თემაზე -,,რანი ვიყავით, საიდან მოვდივართ“. გაკვეთილი 20 შეხვედრას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნენ თავიანთი ქვეყნის წარსულს, მიიღეს ცნობები აჭარა-მესხეთისა და გურიის წარსულსა და დღევანდელობაზე, გაეცნენ ამ კუთხის ტრადიციებსა და კულტურას, ფოლკლორს, ღირშესანიშნაობებს, ცნობილ ადამიანებს, მათ შემოქმედებას, შეისწავლეს კუთხისთვის დამახასიათებელი სიმღერები და ცეკვები. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ჩაიწერეს ხალხში გავრცელებული ფოლკლორის ნიმუშები.
მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთები, ბროშურები, სარეკლამო ხასიათის ბუკლეტები. პროექტი შემოქმედებითი საღამოთი დასრულდა.
თავისუფალი გაკვეთილი ასევე მოიცავდა 2 ექსკურსიას - მოსწავლეებმა სამცხე- ჯავახეთში და აჭარაში იმოგზაურეს.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, სკოლის აღსაზრდელები პროექტში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.
იხილეთ თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში გამართული ექსკურსიების ამსახველი ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება
შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203