კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა „წყალტუბო” დაამარცხა
13-03-2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 2017-2018 წლის „ა“ ლიგის მეშვიდე ტურის თამაშში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი - „წყალტუბოს” შეხვდა. ტურნირში ექვსივე მონაწილე გუნდმა მიიღო მონაწილეობა და სათამაშო დღის ბოლოს, პლეი ოფში გამსვლელი ოთხეულიც გამოიკვეთა.
უნივერსიტეტის ნაკრებმა თამაშის ოთხივე პერიოდი წარმატებით დაასრულა - 22:15, 23:12, 21:14, 18:18 და დამაჯერებელი გამარჯვება 84:59 - მოიპოვა. კსუ-ს გუნდიდან 22 ქულით და 16 მოხსნით ამერიკელი ლეგიონერი - მაიკლ თორნი გამოირჩა. ანტონი კოლინსის ანგარიშზე კი 12 პასი ჩაიწერა.
საკალათბურთო გუნდი „ა“ ლიგის მერვე ტურის თამაშს - „თსუ - ჰიუნდაისთან “ 18 მარტს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ მე-7 ტურის თამაშების შემდეგ პლეი ოფში გამსვლელი ოთხეული გამოიკვეთა, რომლის შემადგენლობაში კსუ-ს საკალათბურთო გუნდიცაა, სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებული სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია