დიდი ჭყონის N1 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ წიგნებზე საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
29-04-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი წარმატებით ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა იმართება.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა მეტად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი პრეზენტაციები გააკეთეს.

ნიკუშა ერქვანიამ პრეზენტაცია სულხან-საბა ორბელიანის - „სიბრძნე სიცრუისას“ მიუძღვნა, ხოლო მარიამ კვარაცხელიამ შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის „ძმები ლომგულებს“.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეების წიგნებისადმი სიყვარულის გაღვივებას უდიდესი ყურადღება ეთმობა, რაზეც მკითხველთა კლუბის მრავალფეროვანი აქტივობები მეტყველებს.

ამავდროულად სკოლის დირექცია მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203