
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
ამ გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა მოეწყო.
მათ შორის, მე-10, მე-7 და დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო პლაკატები შექმნეს, სადაც ადამიანებს მოუწოდებენ ბუნებას მოუფრთხილდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.
იხილეთ ფოტოები: