ქობულეთის N3 საჯარო სკოლის თეატრალურმა კლუბმა 2000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
29-04-2022
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლის თეატრალურმა კლუბმა „არტ-პალიტრამ“  2000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.

კლუბში ყველა საფეხურის მოზარდია გაერთიანებული. ისინი მაყურებლის წინაშე უახლოეს მომავალში რამდენიმე საბავშვო სპექტაკლით წარსდგებიან. მოპოვებული გრანტი კი კოსტიუმების და დეკორაციების შეძენას მოხმარდება. 

თეატრალური კლუბის ხელმძღვანელი მენტორი მასწავლებელი ია სურმანიძეა. ის მოსწავლეთა განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მოსწავლეებმა მისი თაოსნობით, არაერთ წარმატებას მიაღწიეს. 

სკოლის დირექცია მათ მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

„სულიერ განვითარებაზე ზრუნვა არის ია მასწავლებლის მთავარი არსი. ის არამარტო საგაკვეთილო პროცესს უძღვება აკადემიურად, არამედ არაფორმალურ განათლებასაც უდიდეს ყურადღებას უთმობს, იმიტომ, რომ მას გათავისებული აქვს, რომ კარგ პედაგოგს შეუძლია ბავშვში იმედი გააჩინოს, ფანტაზია გაუღვივოს და სწავლის სიყვარული ჩაუნერგოს (ბრენ ჰენრი).
თავის მოსწავლეებთან ერთად არაერთხელ ასახელა სკოლა, სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გამარჯვებებით (ნორჩ ინტელექტუალთა კლუბი - ,,ნიუბი’’; კინომოყვარულთა კლუბი ,,სინემა’’).

ამჟამად, თეატრალურმა კლუბმა ,,არტ-პალიტრამ’’ მოიპოვა 2000 ლარიანი გრანტი. სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს ბავშვებს და ია მასწავლებელს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაცაიაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203