„დედამიწა ჩვენი სახლია, ნუ დაყრით ნაგავს“- დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დასუფთავების აქცია გამართეს
29-04-2022
თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დასუფთავების აქცია გამართეს. 

მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავი შეაგროვეს და გარემო გულდასმით მოაწესრიგეს. 

აღსანიშნავია, რომ პროცესში ყველა დიდი მონდმებითა და ხალისით ჩაერთო. სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცულებლობას კარგად აცნობიერებენ.

„დედამიწა ჩვენი სახლია, ნუ დაყრით ნაგავს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203