თბილისის N60 სკოლის მოსწავლეები ეკომეგობრული სკვერების შექმნის სამუშაოებში ჩაერთნენ
29-04-2022
თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებისა და დირექციის ხელშეწყობით, გარემოსდაცვით აქტივობებში მუდამ დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
სკოლაში გარემოსდაცვითი საკითხები პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა.
ამჯერად, ურბანული ბიომრავალფეროვნებისათვის, მეგობრული სკვერების შექმნის მიზნით, სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციის - „ბუნების კონსერვაცია საქართველოსთვის“ წევრებმა, მოსწავლეებთან ერთად შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს.
სკოლის ადმინისტრაცია „ბუნების კონსერვაცია საქართველოსთვის“ წევრებს მადლობას უხდის.