„გავუფრთხილდეთ დედამიწას!“- საქობოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ნამუშევრები შექმნეს
29-04-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

V კლასის მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, თემატური ნახატები შექმნეს და გამოფინეს. მათ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

მოსწავლეების ხელმძღვანელი ხელოვნების პედაგოგი ქეთევან ბალარჯიშვილი იყო.

სკოლაში დედამიწის დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა აქტივობით ცოდნაც გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203