გაიცანით, გარემოსდამცველი მოსწავლეები ბიწმენდის საჯარო სკოლიდან
29-04-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

გარემოსდაცვით დღეს ღონისძიება მე-6 კლასის მოსწავლეებმა მიუძღვნეს. მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ნამუშევრები შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203