
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა.
მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შთამბეჭდავი კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს.
გამოვლინდნენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები: ანა მარტინენკო და ნინი ქიმერიძე, რომლებიც სიმბოლური საჩუქრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, დანარჩენ მონაწილეებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: