მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა
29-04-2022
ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ენის წარმოშობასთან დაკავშირებით ისტორიული წყაროები და ფოტო-ვიდეომასალა წარადგინეს. დედაენაზე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ასევე, თემატიკიდან გამომდინარე სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს კი კალიგრაფიის კონკურსი სახელწოდებით - „ჩვენ ვწერთ თანაბრად და ლამაზად“ ჩატარდა, რომლის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები და სხვადასხვა ხარისხის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს