ახმეტის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა კვირაცხოვლობის ეკლესიის ეზო დაასუფთავეს
29-04-2022
ახმეტის N2 საჯარო სკოლაში ეკოკლუბი „მწვანე რგოლი“ წარმატებით ფუნქციონირებს და არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც გაუმართავს.

ამჯერად, ეკოკლუბის წევრმა მოსწავლეებმა 16 აპრილს ახმეტის კვირაცხოვლობის ეკლესიის ეზო დაასუფთავეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ეთმობა და ამ მხრივ, სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც მოსწავლეები მუდამ დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ერთვებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203