ქვაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-04-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ვიქტორინაში - „მე და ჩემი ქალაქი“ მონაწილეობდნენ.

ვიქტორინა ჭიათურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით გაიმართა და ჭიათურაში არსებული ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 

მასში მოსწავლეები ისტორიის პედაგოგი მაკა ასანიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. 

X კლასის მოსწავლე თამარ ბედინაშვილი საუკეთესო პრეზენტატორად დასახელდა და დიპლომით დაჯილდოვდა.

„ვიქტორინაში მონაწილე ახალგაზრდები დაჯილდოვდნენ შემეცნებითი ტურით. მათ მოინახულეს სვერის ციხე, კოტიას მღვიმე, სვერის კლდეკარის გამოქვაბული, თამარისეულის ტაძარი და ვარაზაშვილების აკლდამა. სკოლა მადლობას უხდის ჭიათურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს საინტერესო აქტივობებისთვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203