„მეგობრები არ ვითვლით ქრომოსომებს“- ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინფორმაციო პლაკატი შექმნეს
29-04-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, აქტივობა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

მოსწავლეებმა, აღნიშნული თემის შესახებ, ინფორმაცია მოიძიეს, ვრცლად ისაუბრეს და საინფორმაციო პლაკატი დაამზადეს. შემდეგ კი მთავარი გზავნილი - „მეგობრები არ ვითვლით ქრომოსომებს“, გააჟღერეს. 

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203