ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
IVბ კლასის მოსწავლეებმა აქცია „დარგე და გარგებს“ წამოიწყეს. მათ, ჰიგიენის ყველა წესის დაცვით, სკოლის ეზო დაასუფთავეს და კანადური მარადმწვანე ხვია დარგეს.
ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეები გარემოსდაცვის მშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
აქტივობაში მეოთხეკლასელები დამრიგებელის მაია ნარინდოშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
„დედამიწა ჩვენი სახლია, რადგან ეს ერთადერთი გარემოა, ჯერჯერობით, სადაც ადამიანს არსებობა შეუძლია, ამიტომ ადამიანისგან ყველაზე მეტად იმსახურებს მოვლას. თუ გვსურს სიცოცხლე, უნდა ვისწავლოთ დედამიწის წესებით ცხოვრება!
დედამიწა გვჭირდება ჩვენ! დღევანდელ დღეს მნიშვნელოვან პრიორიტეტად ითვლება მოსწავლეებში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება. შესაბამისად, დარწმუნება მათი, რომ ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება ნამდვილადაა ჯანმრთელობის ნობათი. ჯანმრთელობა კი შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის ცხოვრების ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია!
მთავარია სურვილი, განწყობა, ენერგია, ნერგები, სამუშაო იარღები ... და საქმეც გამოდის!
შემოგვიერთდით, ერთად გავამწვანოთ საქართველო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: