წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაციები მოამზადეს
29-04-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაციები მოამზადეს.
შემაჯამებელი შეხვედრა კი XI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს. მათ, სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი ცოდნის საფუძველზე, ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემებზე უაღრესად საინტერესო პრეზენტაციები შექმნეს.
ლიკა ზვიადაძემ პრეზენტაციას შესავალი სიტყვა გაუკეთა და მდგრად განვითარებაზე, როგორც ეკოლოგიურ ალტერნატივაზე ისაუბრა და ასევე, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების როლი აღნიშნა.
მოსწავლეებმა: მ. ბენიძემ, ლ. ზვიადაძემ, ლ. ფრუიძემ, ს. ხეცურიანმა, მ.მიქაძემ, ნ. ასლანიკაშვილმა, ს. საღარეიშვილმა საგანგებოდ მოემზადნენ და საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს; მათ თანატოლებს დედამიწის შესახებ საინტერესო ფაქტები გააცნეს და ყველას ჩვენი დედაბუნების დაცვისკენ მოუწოდეს.