ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს მრავალფეროვანი ნამუშევრები მიუძღვნეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. II-IV, V კლასის მოსწავლეებმა აღნიშნული თარიღის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ისაუბრეს და თემატური ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეთა ნამუშევრები მრავალფეროვანი იყო. მათ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აქტივობა მასწავლებლების - ნინო ლომიძისა და ნატო კიკნაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: