ყვარელწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს რეინჯერები ბუნების დაცვის შესახებ ესაუბრნენ
29-04-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლაში ილტოს ხეობის ნაკრძალის რეინჯერებს უმასპინძლეს. 

მათ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს, სადაც ბუნების დაცვის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა რეინჯერებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

„გავუფრთხილდეთ ბუნებას, დავიცვათ ფლორა და ფაუნა“,- რეინჯერებმა სწორედ ამ იდეის გარშემო ისაუბრეს.

შეხვედრამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად იაზრებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203