ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერადაც, 21 აპრილს სკოლაში აქტივობების „წვიმა“ იყო. კლუბის წევრებმა კონკურსი თემაზე - „დაიცავით ჰიგიენა ჩვენი ჯანმრთელობისთვის“ გამოაცხადეს.
გაიმართა ნახატების გამოფენა, რომელშიც მე-3, მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ასევე, კლუბის წევრებმა ტესტების სახით კვლევა ჩაატარეს. ტესტების კი შემდეგ თემაზე - „რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ“ იყო, რომელშიც ზემოთ ჩამოთვლილი კლასები მონაწილეობდნენ.
„სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ჩვენი კლუბის წევრებმაც შეუწყვეს ხელი“, - აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: