წეროვნის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედამიწის დღეს ნახატები მიუძღვნეს
29-04-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, ირმა ხუნდაძის ხელმძღვანელობით დედამიწის დღე აღნიშნეს.

პატარა მოსწავლეებმა თემატური ნახატები ჩვენს პლანეტას მიუძღვნეს. ბავშვებისთვის გარემოს დაცვა უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებშია და თითოეულმა მათგანმა იცის თუ რამდენად საჭიროა დედამიწის დაცვა.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით 193 მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203