დედაენის ღირსეული მცველები მოლითის საჯარო სკოლიდან - მოსწავლეებმა ქართული ენის დღე შთამბეჭდავად აღნიშნეს
29-04-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, დედაენის დღესთან დაკავშირებით VII-VIII კლასის მოსწავლეებმა: ლუკა ჯამაგიძემ, საბა ცუცქირიძემ, ლიზი კვინიკაძემ და ნინო ცუცქირიძემ მათ მიერ შემუშავებული პროექტი - „შეცვალე ჟანრი - შექმენი კომიქსი“ წარადგინეს.

მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები „კაცია-ადამიანი?!“ (ნაწყვეტები) კომიქსად აქციეს. პროექტზე მუშაობა საინტერესო და შრომატევადი გამოდგა, მაგრამ მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი დავალებას.

VIII კლასის მოსწავლეებმა კი პროექტი - „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ წარადგინეს. ბავშვებმა უძველესი ქართული სახარება - ოთხთავის, სამი შატბერდული ხელნაწერის ისტორია საინტერესოდ წარმოაჩინეს.

აგრეთვე ქართული ენის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია მოეწყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203