„ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია“ - ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
29-04-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისათვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ლია სახელაშვილი) პროექტი - „ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია“ განახორიცელეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს სწრაფი კვების ობიექტების პროდუქტები ჩვენს ჯანმრთელობაზე. განიხილეს პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები.
მეათეკლასელებმა მოძიებული ინფორმაციაზე დაყრდნობით წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და თითოეული დეტალი ამომწურავად განიხილეს.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მათ მიერ, პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა გამოკითხვამ. მეათეკლასელებმა გამოკითხეს თანატოლები, თუ რამდენად იციან ჯანსაღი კვების დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათ ყოველდღიურ რაციონში სჭარბობს თუ არა ჯანსაღი საკვები? რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს არასწორ კვებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203