არაშენდის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია ეკოკომიტეტის წევრებმა და მოსწავლეებმა დაასუფთავეს
29-04-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის ეკოკომიტეტის წევრებმა და მოსწავლეებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს.

კერძოდ, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დარგეს მცენარეები, დაამზადეს პოსტერები, პლაკატები და ამით დედამიწის მიმართ თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს.

დასასრულს კი შემაჯამებელი ღონისძიება - „ჩვენ გვიყვარს დედამიწა“ ჩაატარეს და დედამიწის გადასარჩენად ყველას მოუწოდეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203