ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უაღრესად დიდი ყურადღება ექცევა.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით 193 მეტ ქვეყანაში აღინიშნება.