„ქართული ანბანი შემოქმედებითი აზროვნების უშრეტი წყარო“- არაშენდის საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
29-04-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, 14 აპრილს I კლასში პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „ქართული ანბანი შემოქმედებითი აზროვნების უშრეტი წყარო“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა მეტად საინტერესო აქტივობები განახორციელეს, მათ შორის: დაასრულეს და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს გამოფენა - „ქართული ანბანი“ ( სხვადასხვა მასალისგან, მშობელთა ჩართულობით დამზადებული); გაეცნენ უფროსი თანატოლების, მე- 4 კლასის მოსწავლეების - რატი პიტიურიშვილისა და დავით მედულაშვილის მიერ შექმნილ ანბანის კოლექციებს.

ასევე, მანიპულატივების - კუბების დახმარებით სცადეს ქართული ასოების კონსტრუირება, რაც კარგად გამოუვიდათ კიდეც. საინტერესოდ გამოიყურებოდა მათ მიერ მოწყობილი „ქართული ასოების ტყე“.

„გავუფრთხილდებით, დავიცავთ, მოვუვლით დედაენას! - დადეს პირობა პატარა ქართველებმა. მწამს და მჯერა მათი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203