„დავეხმაროთ დედამიწას ბრუნვაში“ - წესის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
29-04-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება სახელწოდებით - „დავეხმაროთ დედამიწას ბრუნვაში“ ჩატარდა.

ღონისძიება გეოგრაფიის პედაგოგმა, მაკა დვალმა მოამზადა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უაღრესად დიდი ყურადღება ექცევა და ამ კუთხით სხვადასხვა სახის აქტივობები ხშირად იმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203