
თბილისის N103 საჯარო სკოლის სომხური სექტორის მე-5, მე-7 და მე-9 კლასებში, პროგრამით გათვალისწინებული, საინტერესო პროექტები ჩატარადა.
პროექტების - „ოქროს საწმისი“, „ძველი ეგვიპტე და ოლიმპიური თამაშები“, „გიორგი ბრწყინვალე“ და „9 აპრილის მოვლენები თბილისში“, ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი ოქსანა ტრეგლაზოვი იყო.
მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.