საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლის ნახატებმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოწონება დაიმსახურა
29-04-2022
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, ადამიანის უფლებების შესახებ სასკოლო პროექტის ფარგლებში თემაზე - „ბავშვთა უფლებები“ ნახატების გამოფენა გაიმართა.

სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის, ნინი რეხვიაშვილის ნახატებმა სტუმრის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ღასან ხალილის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

„ნინი, ვამაყოთ შენით და გისურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203