ახაშნის საჯარო სკოლასთან შერწყმულ ზეგაანის დაწყებით სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს
29-04-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლასთან შერწყმულ ზეგაანის დაწყებით სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, II-IV კლასის მოსწავლეებმა 14 აპრილი, დედაენის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა აქტივობების ფარგლებში შექმნეს თემატური ნახატები, ნაშრომები და ამ უდიდეს დღესთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძიეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ლელა ქუმსიაშვილი-ყაჭიური გახლავთ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეომასალა (ვიდეო გამოქვეყნებულია მშობელთა ნებართვით):

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203