წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვივნენ
29-04-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის საინტერესო გასვლითი აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც ბავშვები მუდამ ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის დირექციის ინიციატივით მე-11 კლასის მოსწავლეები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ეწვივნენ.
მოსწავლეებმა აკადემიური კორპუსი და სტუდენტური საცხოვრებლები დაათვალიერეს.
ბავშვებს მეგზურობას KIU-ს ელჩები უწევდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის დღემ მეტად შთამბეჭდავად ჩაიარა და ისინი მრავალ საინტერესო თუ საჭირო ინფორმაციას გაეცნენ.