მეხუთეკლასელთა ხელნაკეთი დედაენა - ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის V კლასის მოსწავლეებმა 14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით ხელნაკეთი „დედაენა“ შექმნეს. აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ მეხუთეკლასელების პედაგოგი შორენა მელექსიშვილი გახლავთ.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ვიდეომასალა (ვიდეო ქვეყნდება მშობლების ნებართვით):