წყალტუბოს N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ანა ტორაძე გარემოსდაცვით თემებზე შექმნილი ნახატების კონკურსის ინტერნეტგამარჯვებულია
29-04-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლა მე-4 კლასის მოსწავლემ, ანა ტორაძემ ასახელა, რომელიც დედამიწის დღესთან დაკავშირებული პროექტის - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ გარემოსდაცვითი ნახატების კონკურსის ინტერნეტ გამარჯვებული გახდა.

„ვულოცავთ ანას, რომელსაც სიმბოლური პრიზი გადაეცა. კონკურის ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებასა და სუფთა გარემოში ცხოვრებას!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203