უბისის საჯარო სკოლის მოსწავლეები წამახალისებელ გათამაშებაში ჩაერთნენ
29-04-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, უბისის საჯარო-საბაზო სკოლა English book education-ის წამახალისებელ გათამაშებას შეუერთდა, თუ როგორ აღნიშნავენ აღდგომას სხვადასხვა ქვეყნებში.
გამომდინარე იქიდან, რომ სკოლაში პატარა უკრაინელი მოსწავლე ვლადიმირ კოსტენკო სწავლობს არჩევანი უკრაინაზე შეაჩერეს.
„მოსწავლეები გაახარა იმ ფაქტმა, რომ თემად უკრაინა ავირჩიე; არსებული საკითხის შესახებ მათ მოიძიეს ინფორმაცია, იმსჯელეს, გამართეს დისკუსია და გააკეთეს პრეზენტაცია; მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყოჩაღ და აქტიურ მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის და თავიანთი ნაშრომის წარმოჩენისათვის; ასევე მადლობას ვუხდით English book education-ს, რათა საშუალება მოგვცა მონაწილეობა მიგვეღო ასეთ საინტერესო და წამახალისებელ გათამაშებაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203