თბილისის N102 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის შესახებ ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო
29-04-2022
თბილისის N102 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის შესახებ ვიდეოს უყურეს. 

ვიდეოში „როგორ გვესმის ტოლერანტობა?“, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი განიხილავს ტოლერანტობას და თავიანთ აზრებს მაყურებელს უზიარებს. 

ჩვენებამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

ვიდეო სხვებს, პროექტის ფარგლებში, ქეთი ხვინთელანმა გააცნო.

„ვიდეოში მოვისმინეთ ოთხი სხვადასხვა მოსაზრება ტოლერანტობაზე. ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი, ეკოლოგი ლიზა ყარალაშვილი, მუსიკოსი ლექსო რატიანი და პოეტი, მთარგმნელი გივი შაჰნაზარი საუბრობენ, როგორ ვიყოთ ტოლერანტულები და რა არის შეუწყნარებლობის მიზეზი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203