ქუტირის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაულს პროექტი მიუძღვნეს
29-04-2022
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობა მიუძღვნეს.
მეექვსეკლასელებმა პროექტი - „ქრისტეს აღდგომა სხვადასხვა ქვეყნებში“ განახორციელეს.
მოსწავლეებმა ევროპის ხალხების სააღდგომო ტრადიციების, კვერცხის შეღებვისა და პასკის ცხობის შესახებ ინგლისურად დაწვრილებით ისაუბრეს.
შემდეგ კი დამსწრე საზოგადოება ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთსა და რა თქმა უნდა საქართველოში „ამოგზაურეს“. ითქვა ქართულ ტრადიციებზე - ქრისტეს აღდგომის, როგორც საუფლო ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ კომბინირებული პროექტი ინგლისური ენისა და ისტორია - გეოგრაფიის პედაგოგებმა - ხათუნა დარსაველიძემ და მაია ფეიქრიშვილმა მოამზადეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203