
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლაში საინტერესო თეატრალური სანახაობა მოეწყო.
მე-5ა კლასის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლები - „წითელქუდა“ და „კომბლე“ დადგეს.
პატარა მეთოჯინეებმა შთამბეჭდავი სპექტაკლები წარმოადგინეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.
სკოლაში მეხუთეკლასელებსა და მათ ხელოვნების მასწავლებელ ნინო კორკოტაშვილს საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან.
„დიდი მადლობა მოსწავლეებს და ხელოვნების მასწავლებელ ნინო კორკოტაშვილს სასიამოვნო ღონისძიებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: