გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ბიზნეს იდეების მარათონში მონაწილეობს
29-04-2022

გურჯაანის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებ​ი სასკოლო start up მარათონის მონაწილეები არიან.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ინოვაციური ბიზნეს იდეა შეიმუშავეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის გუნდის იდეამ პროექტის ინიციატორის „ალტე უნივერსიტეტის“ დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„ჩვენი გუნდის იდეამ „ალტე უნივერსიტეტის“ დიდი მოწონება დაიმსახურა რის გამოც გადაწყვიტეს ჩვენთან აქტიური თანამშრომლობა. ტექნოპარკში შევხვდით პროექტის წარმომადგენლებს, განვიხილეთ ჩვენი იდეა და განხორციელების გზები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203