ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების სადარაჯოზე
28-04-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო აქტივობები ხორციელდება, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სასკოლო საგანმანათლებლო პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ფარგლებში მე-11 კლასის მოსწავლეებმა (საგნის მასწავლებელი რ. რუსაძე, დამრიგებელი თ. გაჩეჩილაძე) თემაზე - „ნარკომანია და მისი სავალალო შედეგები, სტატისტიკური მონაცემები“ პრეზენტაციები წარადგინეს.

მოსწავლეებს ინფორმაცია პოსტერებზე ჰქონდათ მომზადებული ხოლო პრეზენტაცია Power point-ში;

მეთერთმეტეკლასელებმა დეტალურად ისაუბრეს ნარკომანიასა და მის სავალალო შედეგებზე, თუ რამდენად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, იწვევს დამოკიდებულებას, ჯანმრთელობის პრობლემებს, რაც ხშირ შემთხვევაში სიკვდილით მთავრდება.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების მიერ წარდგენილი ფოტო და ვიდეომასალა, ძალიან საინტერესო სანახავი და მოსასმენი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203