
გურჯაანის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ, პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ.
რა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. ამ დღეს სკოლაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
ქართული ენის დღეს, ხათუნა იმედაშვილის ორგანიზებით, პირველკლასელებმა სხვადასხვა სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობები მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობა და ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა გაიაზრეს.
იხილეთ ფოტოები: