
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლაში არსებული ეკოსკოლის წევრები არაერთ გარემოსდაცვით აქტივობას ახორციელებენ.
ამჯერად, ეკოსკოლის წევრებმა პროექტის ფარგლებში მოისმინეს მინი ლექცია, ნახეს დეივიდ ატენბოროს ფილმი - „ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე“ და ვიდეორგოლის - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ პრეზენტაცია გამართეს.
იხილეთ ფოტოები: