„ჩემი სამყარო“ - ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლე კესო ლაზაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო
29-04-2022
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა ნიჭისა და უნარების განვითარებას პედაგოგები უდიდეს ყურადღებას უთმობენ.
ერთ-ერთია მე-4 კლასის მოსწავლე კესო ლაზაშვილი, რომელიც შთამბეჭდავ სამკაულებს ქმნის.
სკოლაში კესო ლაზაშვილის პერსონალური გამოფენა - „ჩემი სამყარო“ მოეწყო. მოსწავლის ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.