ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა „სამი გოჭის“ მიხედვით საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
28-04-2022
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხშირად და დიდი ინტერესით ასრულებენ.
სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება.
ამჯერად, კომპლექსური დავლება პირველი კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს. მათ „სამი გოჭის“ მიხედვით, ხელნაკეთი წიგნები და სახლის მაკეტები შექმნეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი უანრები წარმოაჩინეს.