„კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“ - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი ტური მოეწყო
29-04-2022

17 აპრილს, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებისთვის, სასკოლო პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“ ფარგლებში, ინგლისურის ენის მასწავლებლებმა - ეკა სეფიაშვილმა და ნაირა უთრუთაშვილმა გასვლითი ტური მოაწყვეს. 

ტური მოიცავდა მოიცავდა „არწივის ხეობის“ დალაშქვრას და საკემპინგე ლოკაციაზე ვიზიტს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნების ძეგლის გაცნობა- გაფრთხილება.

მოსწავლეებმა მოისმინეს სემინარი ხეობის ბიომრავალფეროვნებაზე და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. ტური შედგა მშობლებთან ერთად, სწორედ მათი ხელშეწყობით განხორციელდა პროექტის მიზნები. მაშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კლასის დამრიგებლებიც. დალი ბენაშვილი და ნანა წიკლაური ახლდნენ ტურის ორგანიზატორ მასწავლებლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203