ჯვარისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლა საერთაშორისო პროექტში - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, მონაწილეობს.აღნიშნული პროექტის ფარგლებში ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებელთან ერთად, ჯვარისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მირანდა გიორგაძეც მონაწილეობდა.
შეხვედრის მიზანი პროექტის შეფასება, დასახული მიზნებისა და მიღწეული შედეგების გაანალიზება იყო.
ონლაინ შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც თემატიკის, ისე თანამშრომლობითი და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარების თვალსაზრისით აქვს.
პროექტის ხელმძღვანელები ჯვარისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მირანდა გიორგაძე და აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ სამსონიძე არიან.
იხილეთ ვიდეო: