„საიდან მოვდივართ და რანი ვართ“ - დედოფლისწყაროს N1 სკოლის I კლასის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
28-04-2022
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში 13 და 14 აპრილს პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის დესპანების“, ფარგლებში I კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებელმა, მაგული გონაშვილმა ღონისძიება თემაზე - „საიდან მოვდივართ და რანი ვართ“ ჩაატარეს.

პირველი ნაწილი გასვლით ღონისძიებას დაეთმო; ბავშვებმა დაათვალიერეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მიიღეს ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, გაეცნენ ქვის ხანის ნივთებს, ძველ ტრადიციულ სამოსს, საყოფაცხოვრებო საგნებს და ავეჯს. ასევე, წარსულის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ხოლო, 14 აპრილს საკლასო ღონისძიებით ქართული ენის დღე აღნიშნეს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს. მოსწავლეებმა დედაენას ლექსები და სიმღერა მიუძღვნეს, მოაწყეს კონკურსი კალიგრაფიაში და კედლის გაზეთი დაამზადეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203