„დედამიწა ჩვენი სახლია“ -კალის საჯარო სკოლის I-III კლასის მოსწავლეებმა გარემო დაასუფთავეს და კედლის გაზეთი შექმნეს
28-04-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის I-III კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება ჩაატარეს.

ღონისძიების ხელმძღვანელი სკოლის I-III კლასკომპლექტის მასწავლებელი და დამრიგებელი ნარგიზა ღვაჩლიანი გახლდათ.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაწესრიგეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია: დაასუფთავეს სანაგვე ნარჩენებისგან და შესანიშნავი კედლის გაზეთები შექმნეს.

ასეთმა აქტივობებმა გარდა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისა, მოსწავლეებს დაანახა, რომ გარემოს დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვენია მათი და მათთვის ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობისა თუ კეთილდღეობისთვის; საბავშვო მოთხრობებში, ლექსებში, ზღაპრებში შეხვედრილი საყვარელი ცხოველების, ფრინველების გადასარჩენად.

ღონისძიებამ ცხადჰყო, რომ კარგად დაგეგმილი სასწავლო აქტივობებით ასეთი მცირე ასაკის მოსწავლეებისთვისაც გასაგები ხდება მდგრადი განვითარების ძირითადი არსი, განსაკუთრებით - გარემოს მდგრადი განვითარების მიმართულებით.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, ნარგიზა ღვაჩლიანს და მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს ასეთი საინტერესო ღონისძიების გამართვისათვის. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203