ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლუკა ხოსიტაშვილმა და ილია ცაბუტაშვილმა მკლავჭიდის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
28-04-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა ლუკა ხოსიტაშვილმა და ილია ცაბუტაშვილმა ასახელეს.
7 აპრილს, სოფელ ვაქირში, ვაქირის საჯარო სკოლის ინიციატივით მკლავჭიდში ტურნირი ჩატარდა. შეხვედრის მსაჯი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ილია ყანდაშვილი იყო.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლუკა ხოსიტაშვილი ვერცხლის, ხოლო ილია ცაბუტაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს